კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაა დაგეგმილი, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. „ფორმულას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა. კერძოდ, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები კინოთეატრის მიმართულებით გაურკვეველ, ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისვრიან.
ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, ექსპერტიზის დასრულებამდე ფილმის ჩვენება შეაჩერონ.